ასე ემოციურად სთხოვა ხელი რეზი არველაძის შვილმა საცოლეს - ნახეთ, ვისზე ქორწინდება ვატო არველაძე (ვიდეო)
რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ვატო არველაძე ქორწინდება.
რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ვატომ ცხოვრების სიყვარულს, მაკუნა ზედაშიძეს ხელი სთხოვა.
ამ ემოციურ მომენტს მეგობრების გარდა, ესწრებოდნენ ვატოს ძმა და დედა, თეონა თავართქილაძე, რომელმაც მოგვიანებით წყვილის ვიდეო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა წარწერით: „ოჯახის ახალი წევრი“.
ვატო და მაკუნა წლებია შეყვარებულები არიან. მაკუნა პროფესიით ფსიქოლოგია, ვატომ კი ოჯახური ტრადიცია გაარძელა და ფეხბურთელია.
კომენტარი