ანჯელინა ჯოლი განაგრძობს ცოლიან მამაკაცებზე ნადირობას - მსახიობს ახლა ითან ჰოუკთან დაბრუნება სურს
ამერიკული ყვითელი პრესა ანჟელინა ჟოლისა და ითან ჰოუკის ურთიერთობაზე წერს. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, ენჯი ჰოუკს ეფლირტავება და მასთან ერთად ხშირად ატარებს დროს. მათ ხშირი მიმოწერაც აქვთ ერთმანეთთან. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს მანამდე ხვდებოდა, სანამ ჯოლის ცხოვრებაში ბრედ პიტი გამოჩნდებოდა.
ითანისა და ანჯელინას რომანი 2003 წელს მიმდინარეობდა. ჯენიფერ ენისტონი კი ერთადერთი ქალი არაა, რომელსაც ჯოლიმ „ქმარი წაართვა“. 2003 წელს ანჯელინა ითან ჰოუკისა და უმა თურმანის ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. თუმცა სამივე მათგანმა გადაწყვიტა, არ გაეხმაურებინათ ამ რომანის შესახებ, რადგან ჰოლივუდი თურმანსა და ჰოუკს საუკეთესო ოჯახური იდილიის მქონე წყვილად მიიჩნევდა. მათ განაგრძეს ჟურნალისტებთან საუბარი იმაზე, თუ როგორი ბედნიერები არიან ერთად და იდილიაში ზრდიან თავიანთ შვილებს. სინამდვილეში კი მსახიობს გადასაღებ მოედანზე გაცნობილი ულამაზესი ანჯელინა უყვარდა. ისინი ერთად თამაშობდნენ ფილშმი „სიცოცხლეზე მონადირე“.
ჰოუკი ახლაც დაქორწინებულია და მას ორი ქალიშვილი ჰყავს.
კომენტარი