"ქალბატონს ეშინია" - გიული ალასანია პრეზიდენტზე
სალომე ზურაბიშვილს ეშინია - ასე პასუხობს გიული ალასანია პრეზიდენტის ინტერვიუს ფრანგულენოვან მედიაში.
მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამის სურვილი უნდა არსებობდეს.
ქალბატონს ეშინია. რაღაცის შიში აქვს, ფაქტია, რის გამოც ასე იქცევა, როგორც იქცევა. მე იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ყველამ ერთხმად მითხრა, რომ არ არის ეს სწორი და ძალიან თავისუფლად შეუძლია მას ეს გააკეთოს. მთავარია სურვილი. რას ნიშნავს დისკუსია და დებატები აი ამ საკითხებზე, რა საკითხებია ეს, რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდესეს დისკუსია? ჩვენ უცხოელი ექიმები გვყავდა ჩამოყვანილი, პოლონეთი ყველანაირად მზად არის თუმცა ეს ექიმებიც ვერ ახერხებენ ჯერ ჩამოსვლას". - ამბობს გიული ალასანია.
ზურაბიშვილმა ფრანგულენოვან მედიაში დაანონსა, რომ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, რადგან ხელს კონკრეტული გარემოებები უშლის.
კომენტარი