სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 წლის წარმატებული მომღერალი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

კეი-პოპის კორეელი ვარსკვლავი იოჰანი 28 წლისა გარდაიცვალა, ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზს ოჯახი არ ასახელებს.

იოჰანი ბიჭების ბენდის TST-ს წევრი იყო, მანამდე ეს ჯგუფი Top Secret-ის სახელით იყო ცნობილი. ჯგუფმა ბოლო მუსიკალური ალბომი Countdown 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

იოჰანის ცხედარი სეულის ერთ-ერთ კლინიკაშია. კეი-პოპის ვარსკვლავს 18 ივნისს დაკრძალავენ.

გამოცემის ცნობით, 2020 წელს კორეაში ახალგაზრდა ვარსკვლავის გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100