სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა "შეთავაზებებს" თვითონვე იგონებს და "უარყოფს"

რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებით, მისი რუსთაველის თეატრში დაბრუნება იქნება კახპად დაბრუნება.

"გმირი არ ვარ, ადამიანი ვარ, თავისუფალი ადამიანი. ჩემს თავს პატივი ხომ უნდა ვცე. რაღაც ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სინდისთან არ ლაგდება. ეს იმას ჰგავს, როცა ეარშიყები ქალწულს, მოხდა აქტი და მერე ეუბნები - წადი, შე კახპა. ჩემი იქ დაბრუნება იქნება კახპად დაბრუნება. შეურაცხყოფა მომაყენეს, დამცინეს, რასიზმი დამწამეს და ახლა მეუბნებიან - საყვარელო მოდი და ძალიან ბევრ ფულს მოგცემთო", - განაცხადა სტურუამ მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში საუბრისას. მისი თქმით, რასიზმი მისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა.

შეგახსენებთ რომ რეჟისორ რობერტ სტურუას მტკიცებით თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მას სეზონზე მხოლოდ ორი სპექტაკლის დადგმა და "დიდი ჰონორარი" შესთავაზეს.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ რეჟისორ რობერტ სტურიასთვის ახალი წინადადების შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს

"ჩვენ ასეთ შეთავაზებას არ ვაკეთებთ, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება რობერტ სტურუას განცხადებას მას არ ვიცნობ და მისი შინაარსი თეატრის მმართველ ბატონ ზაალ ჩიქობავასთან უნდა გადაამოწმოთ" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკა რურუამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100