„დედა, ისინი მალე მომკლავენ, მიშველე“ - ორსული გოგოს ბოლო მესიჯი, რომელიც საკუთარ დედას გარდაცვალებამდე ერთი წუთით ადრე მისწერა
ოკლაჰამაში პოლიციამ სამი მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, რომლებიც 23 წლის ორსული გოგოს მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.
შალია ტუმბსმა მკვლელობამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე მოასწრო დედასთან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ტექსტით: „დედა, ისინი მალე მომკლავენ, გთხოვ, მიშველე“ - რის შემდეგაც მამაკაცებმა ახალგაზრდა ქალი გაგუდეს - წერს New York Post.
შალიას დაკარგვის შემდეგ ოჯახმა მას შემდეგ გაიგო, რაც 29 აპრილს დედამ ეს ტრაგიკული შეტყობინება მიიღო. პოლიციამ მისი გვამი მხოლოდ სამი დღის შემდეგ პიკაპის საბარგულში იპოვნა, რომელიც ჩვეულებრვ სადგომზე იყო დაპარკინგებული.
სამართალდამცველებმა მალევე მიაგნეს ავტომობილის მფლობელს, რომელიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ჯგუფურ დანაშაულში იყო გარეული. სწორედ მისი საშუალებით გავიდნენ დანარჩენ ეჭვმიტანილებზე.
კომენტარი