თიკა ფაცაციამ პატარები გაახარა
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურეს.
ცოტა ხნის წინ ბავშვებს ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ესტუმრა. მან ბავშვებს ბევრი საინტერესო ისტორია უამბო ტელევიზიაში მუშაობის შესახებ.
ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ თიკას, შემდეგ ერთად ითამაშეს, იცეკვეს და იმღერეს.
დიდი მადლობა თიკას პატარების გახარებისთვის.
საცნობარო ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში მუშაობს 2012 წლის 12 აპრილიდან.
ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა.
ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და ქობულეთში.
დღეისთვის ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 700 ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვი.
ფონდის ოფიციალური საიტი: https://fsp.ge/
ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership
კომენტარი