შევიცვალოთ თვალის ფერი ლინზის გარეშე
ბევრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნული იერსახე, ვარცხნილობა, ტანსაცმელი, სამკაულები. მაგრამ არსებობენ ისი, ვინც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნობას, ვიდრე საკუთარი თვალის ფერს. მათთვის არ არის საკმარისი მკაფიო წარბები და გრძელი წამწამები. მათ სურთ თვალის ფერის შეცვლა, თან ფერადი ლინზების გარეშე. რამდენიმე მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ ამ სრვილის განხორციელებაში.
შეიცვალეთ გარშემოწერილობა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ლურჯი, ნაცრისფერი და მწვანე თვალები, ფერი მარტივად, გარემოდან გამომდინარე ეცვლებათ. მაგალითად, მონაცრისფრო თვალების მქონე ადამიანი, ლურჯი მაისურისა და ქუდის მოხდენის შემთხვევაში მარტივად მიიღებს ლურჯი ფერის თვალებს. საქმე იმაშია, რომ გარშემომყოფი საგნები აისახება თქვენი სხეულის ნაწილებზე, მათ შორის თვალებზეც.
გამოიყენეთ კოსმეტიკა. ქალებისთვის ცნობილია ასეთი ხერხი. მაგალითად, მწვანეთვალება ქალი, რომელიც კარგად გამოიყენებს ყავისფერ და ნაცრისფერ კონტურის ფაქრებს და ჩრდილებს, მიიღებს უფრო მუქი და ამავდროულად მცირედ შეცვლილ ფერის თვალებს.
თვალის ფერის ბუნებრივი გზით შეცვლა შეუძლია როგორც ბავშვს, ასევე მოხუცსაც. ყველაზე ხშირად, ახალშობილები ევლინებიან ლურჯი თვალებით. მათი თვალები ასაკთან ერთად ხდება მწვანე, ნაცრისფერი და ყავისფერი. ასაკოვანი ხალხი კი პირიქით, ნელ-ნელა კარგავენ თვალის ფერს. მოხუცები მხედველობის დაქვეითებასთან ერთად კარგავენ თვალის ფერის სიკაშკაშეს. მუქი-ყავისფერი თვალების მქონეებსაც კი შეიძლება თაფლისფერი გაუხდეთ.
საკუთარი თვალის ფერის შეცვლა ისე, რომ არ დაელოდოთ სიბერეს, შეიძლება სტრესულ სიტუაციაში ჩავარდნისას. ზოგიერთ ადამიანს თვალის ფერი ეცვლება მაშინ, როცა სერიოზულად ავადდებიან. ჩვეულებრივ ეს ცვლილებები უმნიშვნელოა. ავადმყოფის თვალი შეიძლება გახდეს უფრო მუქი ან ღია ფერის, ლურჯმა შეიძლება მიიღოს მწვანე ან ნაცრისფერი შეფერილობა. მაგრამ ყავისფერი თვალები თითქმის უცვლელია.
ოფთალმოლოგები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ თვალების ანთებით დაავადებას შეუძლია ფერის შეცვლა. ესენია, ფუქსის სინდრომი და პოზნერ-შლოსმანის სინდრომი. ასეთი დაავადების მქონეებს თვალები უხდებათ მომწვანო. სამწუხაროდ, როგორც წესი, ეს დაავადებები ეხება მხოლოდ ერთ თვალს, რის გამოც ჩნდება სხვაობა თვალების ფერს შორის.
არსებობს ჰორმონალური თვალის წვეთები, რომლებიც გამოიყენება გლაუკობის დროს, თვალის შიდა წნევის დასაწევად. ასეთი პრეპარატები ხშირი მოხმარების შედეგად იწვევენ თვალის ფერის ცვლილებას, გამუქებას. მაგრამ ყავისფერთვალება პაციენტები ამ შემთხვევაშიც თითქმის არ იცვლიან ფერს. ეს თვალის წვეთები ოფთალმოლოგებს არასდროს გამოუყენებიათ და ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ თვალის ფერის შეცვლისათვის გამოგიწერენ, რადგან ეს წამლის გვერდით მოვლენად აღიქმება.
კომენტარი