სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონი დეპი და ჯესიკა ალბა – ყველაზე სასურველი „ობიექტი“ ღალატისთვის

ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯონი დეპი და ჯესიკა ალბა ხმათა უმრავლესობით ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავებად აღიარეს. გამოკითხვა საიტმა AshleyMadison.com-მა ჩაატარა.

საიტმა, საკუთარ მომხმარებელს შემდეგი კითხვით მიმართა. „ვისთან უღალატებდით თქვენს მეორე ნახევარს?“ მამაკაცთა ხმების უმრავლესობა ჯესიკა ალბამ მიიღო, ქალებისა კი ჯონი დეპმა.

ალბასთან ერთად, „მოღალატე“ ქმრები სიამოვნებით უღალატებდნენ მეორე ნახევარს მეგან ფოქსთან, ანჯელინა ჯოლისთან და სკარლეტ იოჰანსონთან. რაც შეეხება დეპს, მან ჯორჯ კლუნის, ჰიუ ჯეკმანსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას გაუსწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100