სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბრალოდ სირცხვილია! – თალაკვაძის პირველი კომენტარი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის გასვლაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” გუნდის დატოვებას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე დეპუტატების გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს.

“ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს.

ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკური პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე იქნება პასუხი გასაცემი.

ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევები არის ქვეყანაში, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო,” – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100