ხარაგაულში ავარიას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხარაგაულში, ავტომობილი ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მეთერთმეტე კლასელები ისხდნენ.ავტომანქანა ხრამში ღამე გადავარდა და დაღუპულების პოვნა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი