სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ - რამ გამოიწვია პანიკა?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. როგორც აღმოჩნდა, მათი მობილიზება საეჭვო წარმომავლობის ჩანთამ გამოიწვია, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე იპოვნეს. ადგილზე ასევე მუშაობდა გამნაღმველთა ჯგუფი. ამის შესახებ ინფორმაცია დრონი.ჯი-ს წყარომ მიაწოდა, რომელიც მოცემულ დროს იქ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ჩანთა ერთ-ერთ ტურისტს ეკუთვნის და მასში საეჭვო ვერაფერი იპოვნეს. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა დატოვეს აეროპორტის ტერიტორია და მუშაობა ჩვეულებრივად განახლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100