გედევან ფოფხაძემ საკუთარი არჩევანი ბორჯომში დააფიქსირა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ საკუთარი არჩევანი ბორჯომში, 27–ე უბანზე დააფიქსირა.
"შეიძლება საქართველოში მაღალი დონის, სტანდარტების არჩევნების ჩატარება თუ ამას ხელისუფლება მოინდომებს. რეალურად, ეს ასეც არის, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები. ამომრჩეველი გამოხატავს თავისუფალ ნებას, კარგი აქტიურობაა", – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, იგი ხმას აძლევს ქვეყნის ნათელ მომავალსა და სწრაფ განვითარებას.
გედევან ფოფხაძე იმედოვნებს, რომ მის მსგავსად, ქვეყნის ნათელ მომავალსა და სწრაფ განვითარებას ასევე მისცემს ხმას ბორჯომის ამომრჩეველი.
(რეკლამა)
კომენტარი