სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნისა და ხალხის უკეთეს მომავალს. დარწმუნებული ვარ, დღეს თითოეული ჩემი თანაქალაქელი გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

საკუთარი არჩევანი ასევე დააფიქსირა გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. „მხარი დავუჭირე ქვეყნის აღმშენელობას, ნათელ მომავალს, ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

დღევანდელი ჩვენი არჩევნებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძვნება“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100