კამერით გადაღებული ძალადობა ზუგდიდში და 15 პოლიციელის ნაცემი ირაკლი კაკალია (ვიდეო)
ზუგდიდელი ირაკლი კაკალაია, ზუგდიდის პოლიციის 15 თანამშრომელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
კაკალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია და მისივე თქმით მას ერთ ერთ პოლიციელთან პირადი უთანხმოების საფუძველზე გაუსწორდნენ. კაკალია ყვება, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა პოლიციის შენობის უკანა ეზოში განხორცილდა და ერთდროულად 15 პოლიციელი სცემდა. ცემის ფაქტს კი პოლიციელები ვიდეოფირზე იღებდნენ. დაზარალებული კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და ამბობს რომ მას პოლიციის ერთ ერთი განყოფილების უფროსი გელა ფიფია ემუქრებოდა. დაზარალებულმა საჩივარი უკვე შეიტანა შსს გენერალურ ინსპექციაში. ამ თემაზე რეპორტაჟი მესამე არხის საინფორმაციო სამსახურმა მოამზადა.
კომენტარი