სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ" – როგორ ეძებდა დედა იმ ავბედით დღეს საბედისწერო ტურში წასულ შვილებს (მიმოწერა)

სოციალურ ქსელში შატილში ერთ-ერთი გარდაცვლილის დედის მიმოწერავრცელდება, რომელიც ცდილობს შვილებს დაუკავშირდეს.

„გამარჯობა, ნანუკა შვილო, რუსთავიდან გწერ. დღეს შატილის ტურის ექსკურსია რომელმა ჯგუფმა მოაწყო ხომ არ იცით?


ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ, ვერაფერს ვგებულობ, სად შეიძლება იყვნენ?!” – წერს ქალბატონი.



უბედური შემთხვევა შატილში 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტული მიკროავტობუსი 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი. 3 მგზავრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100