ღარიბაშვილი: სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს
სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატი მინაშვილი შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა მოსამართლეს, რომელმაც ნავთლუღის გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ყოვლად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეხება, ეს საკითხი სათანადოდ შეისწავლონ. სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
კომენტარი