სამძიმრიდან გამოსულს 10 ტყვია ესროლეს - სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
სამძიმრიდან გამოსულ კაცს 10 ტყვია ესროლეს -"პირველებმა" სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები.
ირკვევა, რომ მოკლული, 36 წლის კობა მეფარიშვილია, მეტსახელად "ყრუ". სისხლიან გარჩევას წინ ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივად კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული დავა სახელდება.
ადგილობრივების თქმით, მათ ორმხრივი გასროლის ხმა გაიგეს, რაც ეჭვს აჩენს, რომ დანაშაულს ერთზე მეტი თავდამსხმელი ჰყავს.
გავიგეთ გასროლის ხმა და გამოვედით გარეთ. ყვიროდნენ ბიჭები და აგინებდნენ ერთმანეთს. მერე გასროლა მოხდა და ერთი მსუქანი ბიჭი იყო, რა ქენით რა გააკეთეთ ეს-ო, სხვები გაიქცნენ, დარბოდნენ და იძახოდნენ სასწრაფო სასწრაფოო, სახე არავისი დამინახავს, ჩქარა მოკვდა ბავშვიო, კიოდა ტიროდა ყველაფერს შვრებოდა ის კაცი", - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი