კობრისგან დაკბენილმა მოზარდმა სოციალურ ქსელში მეგობრებს სთხოვა დახმარება, თუმცა მანამდე გარდაიცვალა, სანამ ისინი უპასუხებდნენ
როგორც გამოცემა Daily Mail იუწყება, 14 წლის ინდონეზიელი ბიჭუნა არილი კობრას კბენისგან გარდაიცვალა მომხდარიდან 12 საათში. „მკვლელი“ ქვეწარმავალი არილს სახლში ჰყავდა მოშინაურებული. კბენის შემდეგ მოზარდმა ექიმს არ მიაკითხა, იფიქრა, რომ თავად მიხედავდა საკუთარ თავს და სოციალურ ქსელში მეგობრებს რჩევა ჰკითხა. ნაკბენს ფოტო გადაუღო, ფეისბუქზე ატვირთა და იკითხა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ნაკბენი არ გართულებოდა. სამწუხაროდ, ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ მეგობრებისგან პასუხს მიიღებდა.
როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ის ამ დროს სამსახურში იმყოფებოდა და ყველაფერი მას შემდეგ გაიგო, რაც შვილის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.
კომენტარი