სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმერ პუტინი – ვწუხვარ, რომ საქართველოსთან შვეიცარიის შუამავლობით გვიწევს ურთიერთობა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი წუხს, რომ რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობა შვეიცარიის შუამავლობით უწევს, - "ლაიფნიუსის" ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში , შვეიცარიის პრეზიდენტ მიშელინ კალმი-რეისთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინმა მიშელინ კალმი-რეის საქართველოსთან შუამავლის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შვეიცარიის შუამავლობაზე უარის თქმის წინაპირობა ჯერ არ არსებობს.
ვლადიმერ პუტინისა და მიშელინ კალმი-რეის შეხვედრა ჟენევაში გუშინ გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100