სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, დამტვრეულია კამერები… პირველად შემეშინდა!“ - რუსთაველზე ჟურნალისტებს თავს ესხმიან!

აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

„ესეთი არასდროს არაფერი მომხდარა. აგრესიულები არიან ყველა არხის ჟურნალისტის მიმართ. გვეუბნებიან, რომ ტერიტორია დავტოვოთ. რამდენიმე ჟურნალისტია დაშავებული. დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ,“ – ამბობს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

„უცებ ძალიან მძლავრი ძალადობა დაიწყო ჟურნალისტებზე. ყველა ერთ მხარეს დავდექით. დაიწყო ფურთხება, გინება, ფიზიკური ძალადობა, ნაცემი არიან ჩვენი ოპერატორები, ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა ზურა მანაგაძე, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩემთან ერთად ზის.

არ ვაპირებდით ტერიტორიის დატოვებას, თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხო ადგილას მივყავართ.

ამ ადამიანების აგრესია ჟურნალისტებზე გაურკვეველი მიზეზის გამო იყო. ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან“, – ამბობს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100