სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყარასტანში დაკარგული” 14 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის - 13 05 2015

მონრეალის, ლონდონის, კლივლენდისა და ჰამბურგის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობის შემდეგ, "ყარასტანში დაკარგული” 14 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. ფილმი შავი კომედიაა ერთ დროს ოსკარზე წარდგენილი, ხელმოცარული ამერიკელი რეჟისორის, ემილ მილერის შესახებ, რომელსაც განვითარებად კავკასიურ რესპუბლიკაში ეროვნული კინოეპოპეის შესაქმნელად იწვევენ. რეჟისორს ეგზოტიკურ და ღარიბ ქვეყანაში მოგზაურობა თავდაპირველად რომანტიკულადაც კი ეჩვენება, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როდესაც ქვეყანას ექსცენტრიული, იდუმალი, კორუმპირებული დიქტატორი აბაშალიევი მართავს. კინოგადაღებები მოულედნელი, სასაცილო და საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზებით არის სავსე, ემილ მილერისთვის კი დიქტატორი მმართველისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდება.

"ყარასტანში დაკარგული” საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და გერმანიის კო-პროდუქციაა. ფილმის რეჟისორი ბენ ჰოპკინსია, სცენარი კი მასთან ერთად პაველ პავლეკოვსკიმ შექმნა. აღმასრულებელი პროდიუსერი ოსკარზე სამჯერ ნომინირებული სტეფან დალდრია, რომელთან ერთადაც პროდიუსერთა ჯგუფი მუშაობდა. (ვლადიმერ კაჭარავა, მაიკ დაუნი, სემ ტეილორი, არტიომ ვასილიევი, დანიელ ზუტა).

ფილმში მონაწილე მსახიობთა შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მეთიუ მაქფეიდანი, მიანა ბერინგი, ნოა ტეილორი, რიჩარდ ვან ვეიდენი, უმით უნალი, ლეო ანთაძე, დავით ველიჯანაშვილი, ლაშა რამიშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ეკა მჟავანაძე, დავით ბეკოშვილი, ქეთევან კანტიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, ირაკლი ჯაფარიძე, ამირან ქაჩიბაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100