სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრიდ კალოს ყველაზე პატარა ავტოპორტრეტი აუქციონზე გაიყიდება

Sotheby's აუქციონზე მექსიკელი მხატვრის, ფრიდ კალოს ყველაზე პატარა ავტოპორტრეტი გაიყიდება. ნახატის სიგრძე ხუთი, სიგანე კი 3.8 სანტიმეტრია.

„სხვა ავტოპორტრეტებისგან განსხვავებით, მხატვარი ამ ნახატზე ოდნავ გვერდულად იყურება. „რამდენიმე ნახატზე, კალოს მსგავსი გამოხედვა არაფერს გამოხატავს, მაგრამ ამ ტილოზე თითქოს იგი არშიყობს.“- განაცხადა აუქციონის წარმომადგენელმა.

მხატვარმა ავტოპორტრეტი სპეციალურად მისი საქმროსთვის, ჟოზე ბარტოლისთვის დახატა. კალოსა და ბარტოლის ურთიერთობა 1940 წელს დაიწყო და მხატვრის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ნახატი აუქციონზე პირველად არ წარუდგება საზოგადოებას: 2000 წელს ეს ავტოპორტრეტი 225 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ექსპერტების ვარაუდით, ამჯერად ნახატში 1,2 მილიონ დოლარსაც კი გადაიხდიან.

ფრიდ კალო ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვარია. სააუქციონო რეკორდი მისი ნამუშევრებიდან 2005 წელს გაყიდულ „ფესვებს“ ეკუთვნის და თანხა 5,67 მილიონ დოლარს შეადგენს. აუქციონი, რომელზეც კალოს ყველაზე პატარა ავტოპორტრეტი იქნება წარმოდგენილი, ნიუ-იორკში 25 მაისს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100