პენტაგონი ობამას წინააღმდეგ
ავღანეთიდან გამოსვლის სტრატეგიის გამოცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა რესპუბლიკელებისა და გენერლების, მთლიანად პენტაგონის კრიტიკის ობიექტი გახდა, პრეზიდენტზე „შეტევა“ დღამდე გრძელდება. იგი, ამ საკითხით, ფაქტობრივად, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ორთაბრძოლის ეპიცენტრში, გზების გადაკვეთაზე აღმოჩნდა. განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გაყვანის სტრატეგიის პირველ ფაზას ეხებოდა, აშშ- პრეზიდენტის თავზე ქარიშხალი დატრიალდა. ერთის მხრივ გენერლებმა და რესპუბლიკელებმა შეუტიეს, რომლებსაც ჯარების გაყვანა ნაჩქარევი ჰგონიათ და გაყვანის მეთოდიც არ მოსწონთ, მეორეს მხრივ ობამა დემოკრატებმაც გააკრიტიკეს, რომლებიც ამბობენ, რომ ობამა განცხადების გაკეთებისას და ფაქტების მოყვანისას საკმარისად დამაჯერებელი არ იყო. 2012 წლის ბოლომდე სამშობლოში 33 ათასი ამერიკელი სამხედრო მსოამსახრურე დაბრუნდება, მათგან ათი ათასი - წელსვე.
ობამამ განაცხადა, რომ ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციების გაძლიერების, ალ-ქაიდას მეთაურების ნახევრის ლიკვიდაციისა და თალიბებისათვის აუნაზღაურებელი ზარალის მიყენების შემდეგ. თანაც ეს გაყვანის დასაწყისია და არა დასასრული, დაამატა ობამამ. როგორც ჩანს მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ამდენათასიანი ჯარის გაყვანას დიდი დრო დასჭირდება, რაც გარკვეული პერიოდი ავღანეთის კვლავ კონტროლის საშუალებას დაუტოვებს ამერიკას.
ჯარების გაყვანის სტრატეგიის მიზანია, ბოლომდე დასრულდეს უფლებამოსილების გადაცემა ავღანეთის ხელისუფლებისათვის 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ამ თარიღამდე ავღანურ ჯარებსა და პოლიციას დრო და რესურსი ექნებათ უზრუნველყონ შიდა უსაფრთხოება. ავღანეთის ხელისუფლება მზად არის სადავეების გადაბარებისათვის, მნაგრამ კოალიციის ჯარების ბოლომდე გაყვანას მაინც არ ემხრობა, ბარაქ ობამა მართალია მყარად დგას თავის პოზიციაზე, მაგრამ საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა პენტაგონის რჩევას, არ დატოვოს ავღანეთი ბოლომდე.
კომენტარი