სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოვიდეოისტორია: ასე გამოიყურებოდა ჯორჯ ბუში, როცა 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ აცნობეს

აშშ-ის პრეზიდენტს მომხდარის შესახებ თანაშემწემ, ენდრიუ ქარდმა მაშინ მოახსენა, როცა ის ფლორიდის შტატში მოსწავლეებს ხვდებოდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ მოგვიანებით, "ტაიმთან" საუბარში გაიხსენა, რომ შოკისმომგვრელი ინფორმაციის მიუხედავად, ჯორჯ ბუშმა თავი ხელში აიყვანა. "მე მგონი, იმ დროს ის ჩვენზე ფიქრობდა და მოახერხა, რომ მისი რეაქციით ჩვენ პანიკაში არ ჩავვარდნილიყავით", - თქვა მოსწავლემ.

დღეს abc-მ ამ თემაზე კიდევ ერთი რეპორტაჟი მოამზადა - იმ შეხვედრიდან 10 წლის შემდეგ შეხვედრის მონაწილე მაშინდელი მასწავლებელი და მოსწავლეები მოძებნა და ესაუბრა. ვიდეოკადრებმა შემოინახეს, რა შინაგანი დაძაბულობის ფასად დაასრულა ჯორჯ ბუშმა შეხვედრა ბავშვებთან და როგორ ეცვლებოდა სახე წამიდან წამამდე...

abcNews-ის სიუჟეტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100