სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრეივიკის მიერ ციხეში დაწერილ მანიფესტში ვლადიმირ პუტინია ხოტბაშესხმული

ნორვეგიელი ანდერს ბრევიკის მრავალგვერდიანი მანიფესტი ბლოგერებისა და ჟურნალისტების დიდი დაინტერესების საგანია. ისინი მას ჯერაც გულმოდგინედ სწავლობენ და ახალ დეტალებსაც პოულობენ. როგორც გაირკვა, მანიფესტში რუსეთის მთავრობის მეთაური, ვლადიმირ პუტინიცაა ნახსენები.

ბრეივიკი თავის მანიფესტში პუტინის პერსონით აღფრთოვანებას არ მალავს. მას უნარიან ლიდერს უწოდებს, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა არასდროს ღალატობს და ირგვლივ ყველას პატივისცემას იმსახურებს. ასამდე ადამიანის წარბშეუხრელად დამცხრილველი ბრეივიკი წერს, რომ მოხარული იქნებოდა, თუკი რუსეთის პრემიერის პირადად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდა.

ამავდროულად, ბრეივიკი იმასაც წერს, რომ გადაჭრით არ შეუძლია თქვას – პუტინი ნორვეგიის მეგობარია თუ დაუძინებელი მტერი. მისი თქმით, სურვილი არა აქვს, რუსეთის პრემიერის მტრებს შორის ირიცხებოდეს. ბრეივიკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ახალგაზრდული მოძრაობა "Наши" ასევე იმსახურებს პატივისცემას და ნორვეგიაშიც აუცილებელია მსგავსი ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100