ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგები დღეს შეჯამდება
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში 17 მაისს გამართული მეხუთე შეხვედრის შედეგები დღეს, 18 მაისს შეჯამდება.
პრესკონფერენციას ევროპის სახლში, 11:30 საათზე ევროკავშირის მხრიდან საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი პირი გუნარ ვიგანდი გამართავს.
ვიგანდი ევროკავშირის საგარეო სამსახურში აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორია. ის საქართველოში 16 მაისს ევროკავშირის საგარეო სამსახურის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან მეხუთე შეხვედრა გამართეს.
კომენტარი