სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით საქართველო 23-ე ადგილზეა

ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრით საქართველო 23-ე ადგილზე იმყოფება. ამის შესახებ მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების წლიური ანგარიში მზადდება ფრეიზერის ინსტიტუტში, კანადის მოწინავე კვლევის ინსტიტუტის მიერ, 80 ქვეყნის და ტერიტორიის დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან კოოპერაციით.
წინა წელს საქართველო რანგით 42-ე იყო, წელს კი მან მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
"2004-2008 წლის გადაწყვეტილებებმა საქართველო რეფორმების ლიდერად აქცია მთელს მსოფლიოში, რომელიც აღიარებული იყო ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნეს-გარემოს ამ და სხვა მთავარი კვლევების მიერ. მიუხედავად მსოფლიოს ნეგატიური ტენდენციისა, შეამციროს ეკონომიკური თავისუფლებები გლობალური კრიზისის პირობებში, საქართველომ გააგრძელა ახალი ნაბიჯების გადადგმა უფრო მეტი თავისუფლებისკენ; უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად ფინანსური აქტის შემოღებით, რომელმაც დაგვპირდა ახალი, უფრო კარგი პირობები ფინანსური სექტორის ბიზნესებისათვის", – ნათქვამია ანგარიშში.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
ამ წლის ანგარიში გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური თავისუფლება თავის პირველ შემცირებას განიცდის ბოლო 25 წლის განმავლობაში. 123 ქვეყანას შორის 88-მ (71.5%) შეამცირა საკუთარი მაჩვენებელი და მხოლოდ 35-მა ქვეყანამ გააუმჯობესა იგი (28.5%).
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში იყენებს 42 სხვადასხვა საზომს იმისათვის, რომ შექმნას ინდექსი, ქვეყნების რანგირებისათვის მსოფლიოში, იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაყრდნობით, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას უწყობს ხელს. ეკონომიკური თავისუფლების საფუძველი არის ინდივიდუალური არჩევანი, ნებაყოფლობითი გაცვლა, კონკურენციის თავისუფლება და კერძო საკუთრების უსაფრთხოება. ეკონომიკური თავისუფლება 5 განსხვავებულ სფეროში იზომება: 1. მთავრობის ზომა, 2. ლეგალური სტრუქტურა და საკუთრების უფლების უსაფრთხოება, 3. ჯანსაღი ფულის მიწვდომადობა, 4. საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, 5. კრედიტის, შრომის და ბიზნესის რეგულირება.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
კვლევა გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური თავისუფლების უფრო მაღალი დონის ქვეყნებში ცხოვრობენ, უფრო აყვავებული ცხოვრებით სარგებლობენ, უფრო დიდი ინდივიდუალური თავისუფლებით, დიდი ხნის სიცოხლის ხანგრძლივობით. წლევანდელი ანგარიში ასევე შეიცავს ახალ კვლევას, რომელიც გვიჩვენებს ეკონომიკური თავისუფლების გავლენას უმუშევრობის დონეზე და მკვლელობებზე.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
„ეკონომიკური თავისუფლებისადმი მიდრეკილება საერთო თემაა მსოფლიოს ყველაზე აყვავებული ერებისათვის. იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნების რეზიდენტები ცხოვრების საუკეთესო სტანდარტებით და პერსონალური თავისუფლებებით სარგებლობენ, ადამიანები, რომლებიც იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, რომლებიც ამ რანგირების სიის ბოლოში არიან, როგორც წესი, გაღარიბებულნი არიან და მჩაგვრელი მთავრობის ხელში ცხოვრობენ, რომელნიც მხოლოდ ძალიან მცირე პიროვნულ უფლებებს ან თავისუფლებებს ცნობენ“, – აღნიშნავს "ახალი ეკონომიკური სკოლა – საქათველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
საქართველოს საერთო ინდექსი (კომპონენტები იზომება 1-დან 10-მდე და უფრო მაღალი მონაცემი აღნიშნავს უფრო მაღალ ეკონომიკურ თავისუფლებას) არის 7.47
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
1. მთავრობის ზომა: შარშანდელი 7.36 გაუმჯობესდა 7.68-მდე;
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
2. ლეგალური სტრუქტურა და საკუთრების უფლებები – ოდნავ შემცირდა 5.3-დან 5.07-მდე;
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
3. ჯანსაღი ფულის მიწვდომადობა გაუმჯობესდა 8.03-დან 9.08-მდე;
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
4. საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება ოდნავ გაუმჯობესდა 7.73 ნაცვლად 7.7-სა წინა წელს;
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
5. კრედიტის, შრომისა და ბიზნესის რეგულირება 7.81 - 7.7-დან.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
საქართველომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგა მისი რეიტინგის გასაუმჯობესებლად და მიუხედავად ომისა და გლობალური კრიზისისა 2008 წელს, მაინც შეეცადა ამ ტრადიციის გასაგრძელებლად. ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა საქართველოს პოზიციის ზოგიერთ სუსტ მომენტებზე, განსაკუთრებით ისეთი, როგორც საკუთრების უფლებებია. კანონმდებლობა და მისი განხორციელება _ ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებზეც საჭიროა მოხდეს კონცენტრაცია უახლოეს მომავალში. საქართველო იძლევა ძალიან კარგ გაკვეთილებს, რომელიც შესაძლებელია სხვა ქვეყნებმა ისწავლონ: ეკონომიკური აქტივობის დერეგულაცია, საკუთრების რეგისტრაცია, შრომითი ურთიერთობების ლიბერალიზაცია, ბიზნესის დაწყების გაადვილება და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გაუმჯობესება.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
ჰონგ-კონგი მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალ დონეს (9.05 – 10-დან) ინარჩუნებს. სხვა მაღალი ქულების მქონე ქვეყნებია: სინგაპური (8.70), ახალი ზელანდია (8.08), ჩილე (8.03), შეერთებული შტატები (7.96), კანადა (7.95), ავსტრალია (7.90), მაურიტიუსი (7.82) და გაერთიანებული სამეფო (7.81).
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
სხვა დიდი ეკონომიკების რანგირება და ქულები ასეთია: ტაივანი – 22-ე ადგილზე; გერმანია, იაპონია და ქუვეითი – 24-ე ადგილს იყოფენ; საფრანგეთი – 35-ე ადგილზე; სამხრეთ კორეა და შვედეთი _ 37-ე; ესპანეთი, ისლანდია და ჰონდურასი _ 39-ე; იტალია, მონტენეგრო და პოლონეთი – 66-ე ადგილზე; მექსიკა – 69-ე; ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა _ 82-ე; რუსეთი – 84-ე; ინდოეთი, ხორვატია დაMმოლდოვა – 87-ე; ბრაზილია, მადაგასკარი – 102-ე და არგენტინა – 114-ე.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
ზიმბაბვეს უკავია ყველაზე დაბალი ადგილი ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით 141 ქვეყანას შორის, რომლის წინ არიან მიანმარი, ანგოლა და ვენესუელა.
ამ წლის ანგარიშში გათვალისწინებულია ახალი კვლევა, რომელიც არკვევს ეკონომიკური თავისუფლების გავლენას უმუშევრობაზე. შედეგების მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლების უფრო მაღალი დონე განაპირობებს უმუშევრობის უფრო დაბალ დონეს. მაგალითად, დანიამ გაზარდა საკუთარი ეკონომიკური თავისუფლების ქულა 6.5-დან 7.8-მდე 1980 წლის შემდეგ, რამაც გამოიწვია დანიური შრომის ბაზრის გაჯანსაღება და უმუშევრობის შემცირება 1.0-დან 1.3 პროცენტამდე დონით, ამ პერიოდში.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
„უმუშევრობის საგრძნობი დანახარჯების და მსოფლიოში უმუშევარ ადამიანთა არანორმალური რაოდენობის დღევანდელი მოცემულობით, მთავრობებმა უმუშევრობის შემცირების საშუალებად სწორედ ეკონომიკური თავისუფლება უნდა განიხილონ, განსაკუთრებით კი მიმდინარე რეცესიის პირობებში“, – აცხადებს გია ჯანდიერი.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
ანგარიში ასევე განიხილავს ეკონომიკური თავისუფლების ზომების ეფექტს მკვლელობების რაოდენობაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ვენესუელა, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, ლატვია და ლიტვა. შედეგები გვიჩვენებს, რომ მეტი ეკონომიკური თავისუფლება ნაკლებ მკვლელობას განაპირობებს.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება ზომავს იმ ხარისხს, რომლითაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში ხელს უწყობენ ეკონომიკურ თავისუფლებას. 2010 წლის ანგარიში მომზადებულია ჯეიმზ გუართნის, გას სთავროსის, რობერთ ლოუსონისა და ჯოშუა ჰოლის მიერ.
ფდსფსფსდფდსფსდფსდს
ამ წლის ანგარიში განიხილავს 141 ქვეყნის რანგირებას მსოფლიოში, რომელიც მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 95%-ს და დაყრდნობილია ყველაზე უახლეს მონაცემებზე. ანგარიში ასევე განახლებას უკეთებს იმ მონაცემებს ძველ ანგარიშებში, რომელთა რევიზიაც მოხდა.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100