სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია Timberlan ჯინსების მწარმოებელ კომპანიაში 2 მილიარდ დოლარს იხდის

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიები VF და Timberland–ი შერწყმის შესახებ შეთანხმდნენ. ჯინსების მწარმოებელი კომპანიის შეძენაში Timberland–ი მზადაა ორი მილიარდი დოლარი გადაიხადოს. ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად კი, შეიქმნება კომპანია, რომლის კაპიტალიზაციაც 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გარიგება უკვე მოიწონეს ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოებმა. Timberland–ისთვის ეს შეთანხმება ფინანსურად მომგებიანია, რაც შეეხება VF–ს, მას შერწყმა საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდოს Outdoor & Action Sports–ის განყოფილების გაყიდვები. VF ჯინსებისა და სამუშაო ტანსაცმლის წარმოებაზეა სპეციალიზებული. კერძოდ, მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა The North Face, Lee Jeans, Wrangler, Eastpak და სხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100