სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წალკაში 10 წლის ბავშვი გაგუდული იპოვეს

უბედური შემთხვევა წალკაში - სოფელ საყდრიონში 10 წლის ბავშვი ძმამ საკუთარ საძინებელში გაგუდული იპოვა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი დედის მოსასხამით თამაშობდა, რომელშიც გაეხვია და შემთხვევით გაიგუდა.

ბავშვი წალკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების თქმით, მოზარდს, სიცოცხლის სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა.

მეზობლები მკვლელობის ან თვითმკვლელობის ვერსიებს გამორიცხავენ. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100