სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

დღეს ავღანეთში საერთაშორისო ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

ადგილი, სადაც ტერაქტი მოხდა ჯერჯერობით უცნობია და არც ჯარისკაცების ეროვნებაა დადგენილი.

დილით ადრიანად ტერორისტებმა იერიში მიიტანეს ქაბულის ერთ-ერთ დასახლებაზე, რომლის სახელწოდებაც „Green Village” გახლავთ. ამ დასახლებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. შედეგად ხუთი ავღანეთის მოქალაქე და ერთ-ერთი შენობის მცველი გარდაიცვალა.

მოგვიანებით, ამავე დასახლებაში კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 11 ადამიანს შეადგენს.

აღნიშნული აფეთქებები ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გაფრენის შემდეგ დაფიქსირდა. ეს უკანასკნელი სამშაბათს საღამოს მოულოდნელად ესტუმრა მუსულმანურ რესპუბლიკას.

ობამამ ავღანეთის ლიდერთან მოლაპარაკება გამართა და ავღანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობასთან დაკავშირებით ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100