ავსტრიელი შეყვარებულები ქორწინების რიტუალზე შიშვლები გამოცხადდნენ
ავსტრიელმა წყილმა „შიშველი ქორწილი“ მოიწყო. ქალ-ვაჟი რიტუალზე თითქმის შიშველი გამოცხადდა: პატარძალს მხოლოდ გამჭვირვალე ქვედა საცვალი და ფატა ემოსა, ნეფეს კი სასირცხვო ადგილზე მხოლოდ ქუდი ჰქონდა აფარებული. ქორწინების რიტუალი ქალაქ ფელდკირხში ჩატარდა.
პენე და მელანი შახნერების თქმით, შიშველი ქორწინება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ სურდათ, ერთმანეთისთვის სამუდამოდ დასამახსოვრებელი დღე ეჩუქებინათ. „ჩვენ არ გვრცხვენია ჩვენი შიშველი სხეულის. გვინდოდა მოგვემოქმედებინა რაიმე, ტრადიციული ჩარჩოების იგნორირებით. ამასთან, საქორწინო დრეს-კოდის აუცილებლობა თავიდან ავიცილეთ და ფულიც დავზოგეთ.“
სარეგისტრაციო განყოფილებაში შიშველ ნეფე-დედოფალს სრულიად მშვიდად შეხვდნენ. სანამ რეგისტრატორების წინაშე იდგნენ, წყვილმა გადაწყვიტა, ისინი არ დაებნიათ და შიშველი სხეული ქალმა ყვავილებით, მამაკაცმა კი ქუდით დაიფარა.
„შიშველი ქორწილები“ სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო დროს ამ რიტუალს ხშირად მიმართავენ აშშ-ს ზოგიერთ შტატსა და ავსტრალიაში.
კომენტარი