სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიგოლ ვაშაძე: არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს შევწყვეტთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი შესაძლოა შეწყდეს.

"არა მგონია, რომელიმე ოფიციალურ პირს ეთქვას, რომ შევწყვეტთ მოლაპარაკებებს. გავიხსენებ ჟენევაში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ტერორისტული აქტების განხორციელება საფრთხეს უქმნის ამ მოლაპარაკებებს, მაგრამ არ გვითქვამს, რომ შევწყვეტთ", - განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟუნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

"ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, რომ ასე ვერ იმუშავებს, რომ ჯერ ტერორისტები შემოგვიგზავნოს და მერე ჟენევაში დაგველაპარაკოს", - განმარტა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და ფორმატიდან გასვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას არ შეწყვეტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100