ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.
ვურჩევთ საბჭოს, მისცეს ევროპული მომავალი საქართველოს, მაგრამ შეხედოს, როგორ დააკმაყიფოლებს პირობებს სანამ მისცემენ კანდიდატის ქვეყნის სტატუსს, - განაცხადა ევრკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
გადაწყვეტილების მიხედვით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ პირობები უნდა შეასრულოს.
კომენტარი