საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ უკანასკნელ ხანს იმატა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობამ, 2011 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 4 469,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს კი 32,8 ათასით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკის დეპარტამენტის ეს მონაცემები, მოიცავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდება, ანუ ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობითვე, ქვეყნის მოსახლეობის 53,1 პროცენტი (2 371,3 ადამიანი) ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 46,9 პროცენტი (2 097,9 ადამიანი) – სოფლად.
მოსახლეობის ზრდის პარალელურად, გაიზარდა დედაქალაქის მცხოვრებთა რაოდენობაც. სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში თბილისში 1 162,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 0,9 პროცენტით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდთან და 2,3 პროცენტით მეტი, 2009 წელთან შედარებით.
კომენტარი