სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი აცხადებს, რომ ტრამპთან დარეკვა არ ეთაკილება, თუმცა ამას არ გააკეთებს

პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან დარეკვა არ ეთაკილება, თუმცა ამას არ გააკეთებს, რადგან დასვლელმა ლიდერებმა რაღაც ეტაპის შემდეგ ამსტან კონტაქტები შეწყვიტეს.

რუსი დიქტატორი ასევე ამბობს, რომ აშშ-თან სასაუბროდ მზადაა, თუკი ამის სურვილი აშშ-ს ახალ პრეზიდენტს ექნება. მისი თქმით, ის, რაც ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენასა და უკრაინის კრიზისის დასრულებაზე თქვა, ყურადღებას იმსახურებს.

სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის ტრამპისთვის დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, ვინაიდან, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები აქამდე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, და მერე უცებ შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ…
მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება. პრაქტიკაში. თუ რომელიმე მათგანს, დასავლეთის ლიდერებს, სურთ კონტაქტების განახლება, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოდით, კონტაქტები განვაახლოთ და დისკუსიები გავაგრძელოთ. რას გააკეთებს ტრამპი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ჩემი აზრით, ყურადღების ღირსია, - თქვა პუტინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100