სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია "09"-ით შესაძლებელია პროკურატურა დაინტერესდეს

"09" – თქვენი ერთგული პარტნიორი... – ალბათ მიხვდით, ეს საინფორმაციო ცენტრი "09"-აა თავისი ცნობილი სლოგანით, რომლის მსხვერპლი არა ერთი ჩვენგანი აღმოჩენილა. თბილისის მოსახლეობა სულაც არ თვლის, რომ "09" ადამიანების ერთგული პარტნიორია და ამას თავისი გასაგები მიზეზებიც აქვს. აღმოჩნდა, რომ გაპიარებული საინფორმაციო ცენტრი მომხმარებელს არ სთავაზობს ტექნოლოგიური საუკუნისათვის ყველაზე აუცილებელ და აქტუალურ პროდუქტს – ზუსტ ინფორმაციას.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
ისინი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ, თუმცა რამდენად ხარისხიანად, ეს სხვა საკითხია. "09"-ის აწ უკვე ყოფილი მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ კომპანია "09"-ს სრულყოფილებასთან ოდნავ მიახლოებული საინფორმაციო ბანკი არა აქვს. ამიტომაცაა, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ზუსტი და ოპერატიული არ არის. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია სასურველი ინფორმაციაც არ მიიღოთ, თუმცა "მომსახურების" თანხა აუცილებლად ჩამოგეჭრებათ. ეს კომპანიის მუშაობის როგორი პრინციპია, ძნელი სათქმელია, თუმცა ერთი ცხადია: მომხმარებელთან ასეთი მუშაობის სტილი თაღლითობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოპერატიულობასა და სასურველი ინფორმაციის მიღებასთან.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
თუ " 09"-ში დარეკავთ, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე შესაბამისი პასუხი ვერ მიიღოთ. მაგალითად, საინფორმაციო ცენტრის ბაზაში არ არის, თუ სად მდებარეობს, რა ნომერზეა დარეგისტრირებული სასტუმროების ქსელი "მარიოტი".
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
ეთერ მინდელი " დრონი.ჯი"-ს უყვება, რომ სასტუმრო `მარიოტის~ ტელეფონის ნომრის გასაგებად "ერთგული პარტნიორის 09"-ის გამოყენება სცადა, საიდანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფორმაცია ვერ მიიღო, თუმცა თანხა მაინც ჩამოაჭრეს. საინფორმაციო ცენტრში არ იცოდნენ სასტუმროს არცერთი ქსელის ტელეფონის ნომერი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მისამართი. არადა `09~ ხომ ადამიანების ერთგული პარტნიორია და იმავდროულად საინფორმაციო ცენტრიც?!
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
გიორგი ჯავახიანი კი " 09"-სთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ისტორიას გვიყვება.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
გიორგი ჯავახიანი: "ინფორმაციის მისაღებად " 09"-ში დავრეკე. კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: მაინტერესებდა კომპანია "იდენტის" მისამართი და ტელეფონის ნომერი. რადგანაც ქუჩაში ვიმყოფებოდი "09"-ში დარეკვამ მობილური ტელეფონიდან მომიწია. პასუხი შემდეგნაირი იყო: კომპანიას აქვს საიტი და შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია საიტიდან მიიღოთო. შემდეგი კითხვის დასმაც ვერ მოვასწარი, რომ ტელეფონი გათიშეს, მომსახურების თანხა კი ჩამომაჭრეს. ინფორმაცია რომ სრულყოფილად მიმეღო, "09"-ში დარეკვა მეორეჯერ მომიწია. აღნიშნული კომპანიის საიტის მისამართი ჩემთვისაც ცნობილი იყო, მაგრამ რადგან ქუჩაში ვიმყოფებოდი და კომპიუტერთან ხელი არ მიმიწვდებოდა, ამიტომაც დავურეკე `09~-ს. მეორეჯერ დარეკვის შემდეგ სხვასთან გადამამისამართეს. შემდგომ მათი კეთილი ნებით სასურველი ინფორმაცია მივიღე, რაც ძალიან ძვირად დამიჯდა. უსაზღვრო ლოდინმა დეპოზიტიც ამომიწურა და ნერვებიც, მაგრამ მაინც მადლობა. საბოლოოდ ინფორმაცია მაინც მივიღე".
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
დასკვნის გამოტანა მარტივია. "09" სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს მოსახლეობიდან ფულის დაცინცვლას. ბატონი გიორგის მონაყოლიდან ჩანს, რომ კომპანიას ინფორმაცია რეალურად ჰქონდა. თუმცა ერთხელ დარეკვით მისი მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა. მარტივი სქემაა – "09"-ში ერთი ინფორმაციის მისაღებად რამდენჯერმე უნდა დარეკოთ. ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ ფულს `მომსახურებისთვის~ აუცილებლად ჩამოგაჭრიან. უამრავი დარეკვის შემდგომ შეიძლება გაგიმართლოს კიდეც და "09"-ის რომელიმე ოპერატორს სასურველი ინფორმაცია მაინც დასტყუოთ. ეს თქვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული. გააჩნია, ნერვები სადამდე გაგყვებათ.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
მარიკა ქაჯაია გვიყვება, როცა "09"-ს ვუკავშირდები ინფორმაციის მისაღებად, უსაზღვრო ლოდინი მჭირდება. ყოფილა შემთხვევები, როცა უზრდელადაც მოუმართიათ. ხელფასს რომ უხდიან, კეთილი ინებონ, მომხმარებელთან ზრდილობიანად ისაუბრონ და ინფორმაციაც სრულყოფილად მოგვაწოდონ. პლუს ამას "09"-ის მომსახურება უხარისხო და ძვირია. ოპერატორები ყურმილს დროულად არ იღებენ და ლოდინი მჭირდება.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
გაზეთი "დრონი.ჯი" დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიას ეკუთვნოდა `09~. ამისთვის თვით "09"-ს დაუკავშირდა. რამდენჯერმე დარეკვისა და ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანია "09" "ინფო ჯორჯია 21"-ს ექვემდებარება. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად ნახევარსაათიან ლოდინს თან ახლდა ჩვეული გადამისამართება-გადმომისამართება.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
"დრონი.ჯი" "09"-ის მომხმარებლის პრეტენზიებზე კომენტარისთვის კომპანიის დირექციის ნომრის გასაგებად კვლავ "09"-ს დაუკავშირდა. ოპერატორმა მხოლოდ კომუტატორის ნომერი მოგვაწოდა, რომლის მეშვეობითაც "09"-ის გენერალურ დირექტორს, მიხეილ გეთიას უნდა დავკავშირებოდით. სამწუხაროდ, დაკავშირება მარტივი მიზეზის გამო ვერ შევძელით. ბატონმა მიხეილმა ჩვენს ზარს არ უპასუხა. ფქტია, რომ "09"-ის ხელმძღვანელობასაც მუშაობის თავისი სპეციფიკა და ჩვეულება აქვს. `ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესია~. ოპერატორს მედიაჰოლდინგთან დასაკავშირებლად რედაქციის ნომერი ჩავანიშნინეთ კითხვებითურთ.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
მოგვიანებით "დრონი.ჯი"-ს საინფორმაციო ცენტრი "09"-ის ადმინისტრაციული ცენტრის ხელმძღვანელი ინგა კურცხალია დაგვიკავშირდა და კომენტარი მოგვცა.
ინგა კურცხალია: "სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩვენთან შემოსული ზარები და საუბარი იწერება. ჩვენ ვცდილობთ სერვისი გავაუმჯობესოთ. ვისაც პრეტენზია აქვს, შეუძლია ოფიციალური განცხადებით მოგვმართოს. ჩვენ მოგვისმენია მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიები და შეძლებისდაგვარად თანხაც აგვინაზღაურებია. ჩვენ ვცდილობთ გამოსწორებას და სერვისის დახვეწას. ვისაც პრეტენზია აქვს, მოგვმართოს და ავუნაზღაურებთ".
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
ასეთი თავმდაბალი და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა ინგა კურცხალია, თუმცა რამდენადაა ეს თავის გასასამართლებელი არგუმენტი, მკითხველმა შეაფასოს. საკითხავია, რეალურად ხდება თუ არა უმიზეზოდ ჩამოჭრილი თანხის ანაზღაურება?! ეს, ეტყობა, `09~-ის ახალი სერვისია.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
რამდენად კანონიერია "09"-ის პოლიტიკა და ვინ არეგულირებს კომპანიის მუშაობას, ამ კითხვებით ექსპერტებს მივმართეთ.
დფსკლ;დსკგლდსფკგ;დსკფ;დს
სოსო ცისკარიშვილი, ეკონომიკური ექსპერტი: ამ კომპანიის საქმიანობა ცალკე გამოძიების თემაა. "09" მომხმარებელს თანხას სრულიად უსაფუძვლოდ აჭრის. ინფორმაციას ვერ იღებ, მაგრამ თანხას მაინც იხდი. თან მომსახურების თანხა გაიზარდა. მანამდე ერთ ლარს იხდიდი, ახლა კი ორი ლარი გახდა. ეს დაუშვებელია და ამის გამკეთებელი დასასჯელია. რატომ დუმს ხელისუფლება, არ მესმის. ჯობია, კომენტარისთვის პროკურატურას მიმართოთ. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც "09"-ის არსებობა საერთოდ არ იციან, მაგრამ გადასახადები მაინც ერიცხებათ. ეს ნამდვილად გამოსაძიებელია.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100