რატომ გაურბის "ქუჩის ოპოზიცია" არჩევნებს?
ქართული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია უკვე 3 წელია ითხოვს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას და ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას. ამ ოპოზიციის დიდი ნაწილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დაბალანსების მომხრე იყო. კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებამოსილება უნდა შეჰკვეცოდა და ის პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრზე გადანაწილებულიყო. ამ მოდელით მივიღებდით ძლიერ პარლამენტს, ძლიერ პრემიერ-მინისტრსა და დაბალანსებულ, ზომიერ უფლებამოსილ პრეზიდენტს, რომელსაც პარალელურად, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს (მთავრობას) შორის მედიატორის ფუნქციაც ექნებოდა. ვინც ქართული პოლიტიკის, მეტადრე, ოპოზიციური სპექტრის უახლოესი პერიოდის საქმიანობა-განცხადებებს გაიხსენებს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოპოზიციის უმთავრესი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელ ვარიანტს უჭერდა მხარს. ხელისუფლება, ცხადია, მრავალ მიზეზთა გამო და მათ შორის, ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომ ახალი კონსტიტუცია – სახელმწიფოს ახალი, ახლებური, უფრო დემოკრატიული წყობა იყო საჭირო. აქვე აღვნიშნავ, რომ ზემოთ ნახსენებ მრავალ მიზეზი, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოელი პოლიტ-ექსპერტებისა და ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ს მმართველი წრეების რეკომენდაციებიც იყო გათვალისწინებული.
დსაფდ
შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელში მონაწილეობაც შექმნისთანავე შესთავაზეს ე.წ. რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს. თან, სხვადასხვა ფორმატით, მაგრამ მხოლოდ ენ-დი-აის ჯგუფში ჩაერთო 6 პრატია, მერე კი, ახლოს არ გაჰკარებიან კომისიას. კომისიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთებიც, ამ ხელისუფლების კრიტიკის გარდა, კარგა ხანია, არაფერი რომ არ გაუკეთებიათ, მონაწილეობდნენ, ასევე, საპარლამენტო პარტიები. მოკლედ, კომისიამ მუშაობა დაასრულა და ახალი კონსტიტუციის პროექტი მზად არის. პარლამენტი საშემოდგომო სესიებზე იწყებს მის განხილვას და, ალბათ, ამ პერიოდშივე მიიღებენ ახალ კონსტიტუციას.

მოგახსენეთ, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას ახლოს არ გაჰკარებია-მეთქი. ეს მათი ჩვეული ტაქტიკაა – ყველა მკვდარი კატა ხომ ხელისუფლებას უნდა ჩამოჰკიდონ კისერზე და თუ რაიმე ხარვეზი გაიპარა კონსტიტუციაში, სათქმელი ექნებათ, აი, ჩვენ რომ იქ არ ვიყავით, იმიტომაც არის ეს ხარვეზებიო. მამაცხონებულო, სანამ რაიმე გაიპარება, სანამ შეცდომა დაფიქსირდება, მიდი, რა, გამოასწორე – აკი მაგისთვის გეპატიჟებოდნენ ამ კომისიაში. თუმცა, ხარვეზები და მეტიც, მათივე თქმით, "დანაშაულებრივი საკონტიტუციო ცვლილებები", უკვე აღმოაჩინეს ჯერ არმიღებულ, კონსტიტუციის პროექტში. თურმე, ახალი პროექტი მიუღებელი, ანტიდემოკრატიულია, რადგან იქ არ სწერია, რომ მოქმედ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების უფლება არა აქვს. ამაზე ყველაზე მეტს ნათელაშვილი და მისი პარტია ლაპარაკობენ – გული უსკდებათ, მიხეილ სააკაშვილი ახლა პრემიერად არ მოგვევლინოს, რადგან მესამედ პრეზიდენტად კენჭს ვერ იყრისო.

ლეიბორისტთა ეს მოთხოვნა სხვა რადიკალურმა ლიდერებმაც აიტაცეს და თქვენ წარმოიდგინეთ, ეყოთ სიბრიყვე და არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ულტიმატუმი წაუყენეს – თუ პროექტში ჩაიწერება, რომ მოქმედ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება აეკრძალება, მაშინ თანახმანი ვართ, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთო. იცით რა უთხრეს შალიკოსა და მისი იდეების მხარდამჭერ ლიდერებს უცხოელებმა? თქვენ ხომ არ აფრენთ, ეგ რომ ჩავწეროთ, პირდაპირ ადამიანის უფლებების დარღვევაა, ეგეთი რამე, მსოფლიოს არც ერთ კონსტიტუციაში არა სწერიაო. მთლად ეგრე არ უთქვამთ, მაგრამ უცხოელთა დიპლომატიური პასუხი ადამიანურ ენაზე ეგრე "ითარგმნება". თუმცა, ეს ძველი ამბავია და აღარ გავაგრძელებ.
დსაფდ
დსაფდ
ახალი კონტსიტუციის პროექტით, ისე, როგორც არაერთ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაშია, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია აკომპლექტებს მთავრობას – პრემიერ მინისტრსაც ის ნიშნავს და მერე მის მიერვე არჩეული პრემიერი, პარლამენტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტს. თუ ერთმა რომელიმე პარტიამ არჩევნები ვერ მოიგო იმხელა უპირატესობით, რომ უფლება მოიპოვოს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისა, ცხადია, მაშინ გაჩაღდება პოლიტიკური ვაჭრობა საპარლამენტო პპარტიებს შორის და ამ გზას კოალიციური მთავრობისკენ მივყევართ. ასეა, ბატონებო მთელ ევროპაში, იმ ევროპაში, რომლის დემოკრატიის გადმოღებასაც ყოველდღე ხელისუფლებისგან ითხოვენ ჩვენი ოპო-ლიდერები. თუმცა, ესეც არ მოსწონთ. აბა, რა ჯანდაბა უნდათ ამ ოპოზიციონერ ლიდერებსო? – იკითხავს უთუოდ გაოცებული პატივცემული მკითხველი, და სამართალიანადაც. ახლავე მოგახსენებთ. ძაღლის თავია მანდ სადღაც დამარხული და იმ ადგილს მივადექი სწორედ.
დსაფდ
დსაფდ
ერთი მარტივი კითხვა მინდა დავუსვა ჩემს ოპო-ლიდერებს: ყველაზე დემოკრატიული, არნახულად ცივილიზებული არჩევნები რომ ჩატარდეს საქართველოში, რომელი პარტიაა ასეთ არჩევნებში წარმატების მიმღწევი? მხოლოდ და მხოლოდ სამი ან ოთხი. პარტია არ არის მხოლოდ ერთი გაპიარებული ლიდერი, ან – ორი, როგორც ეს კობა დავითაშვილის, ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკუავას ჰგონიათ და, ყველაზე მთავარი, საპარლამენტო არჩევნების შედეგს ქვეყანაში განსაზღვრავს ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების რაოდენობა და არა მხოლოდ დედაქალაქში მიღებული ხმების რაოდენობა, როგორც ეს ლევან გაჩეჩილაძეს ჰგონია. მოკლედ, თუ საპარლამენტო არჩევნების მოგება გინდა, უნდა გყავდეს არა მარტო ცენტრალური პარტიული მძლავრი ბირთვი, არა მხოლოდ რამდენიმე გაპიარებული პარტიული ლიდერი, არამედ მძლავრი რეგიონული, რაიონული, სასოფლო-სადაბო ორგანიზაციები.
დსაფდ
მოკლედ, ობობას ქსელივით უნდა იყო მთელ ქვეყანას მოდებული, და ვთქვათ, თუ შენი პარტიის სახეა კობა დავითაშვილი, ყველა რეგიონში და რაიონში უნდა გყავდეს პატარ-პატარა დავითაშვილები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხალხის მხარდაჭერას, დღე და ღამე იმუშავებენ და არა მხოლოდ არჩევნების მოახლოებისას. ახლა კი, მოდით, გადავხედოთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციური სპექტრის პარტიებს და სხვას თავი დავანებოთ. მარტო ამ კრიტერიუმით, რამდენ პარტიას აქვს შანსი, დამოუკიდებლად, თუნდაც საარჩევნო ბარიერის გადალახვისა.
დსაფდ
დსაფდ
"ლეიბორისტულ პარტიას" ვერ დავწამებთ, სუსტი პარტიული ორგანიზაცია აქვსო, მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნათელაშვილს პარტია ორჯერ დაეშალა. ლეიბორისტებს რეგიონებში და რაიონებში ჰყავთ ძლიერი ორგანიზაციები, მაგრამ ისინი ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და ეს რესურსი დიდი ხანია, არ გამოუცდიათ. თუმცა, იმის თქმა, რომ ლეიბორისტები შეძლებენ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას, ცხადია, უტოპიაა. რამე რომ არ დამაბრალონ, თავად ნათელაშვილის სიტყვებს გავიხსენებ – ჩვენ 150-180 ათასამდე მხარდამჭერი გვყავს და ამ ერთგული ხალხის რაოდენობა არ შეცვლილა ბოლო წლების პოლიტიკური კატაკლიზმების მიუხედავადო.
დსაფდ
დსაფდ
აწყობილი პარტიული ორგანიზაცია აქვთ "ახალ მემარჯვენებს", მაგრამ მათ დამოკიდებლად არანაირი რანგის არჩევნების მოგება რომ არ შეუძლიათ, ეს ბოლო და ბოლოსწინა არჩევნებმაც დაადასტურა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ეროვნულ საბჭოში" გაერთიანდნენ, ახლა კი, ადგილობრივი არჩევნებისას – ირაკლი ალასანია, "რესპუბლიკელები" და სალომე ზურაბიშვილი ამოიფარა აქეთ-იქიდან, მაგრამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ვინ ჩივის, მხოლოდ 5-მდე დეპუტატი გაიყვანა. "ახალი მემარჯვენები" ერთხელ მოხვდნენ დამოუკიდებლად პარლამენტში, მეორედ – "მრეწველებთან" შეკრეს ალიანსი და ისე შევიდნენ. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ერთ ფრაქციას რომ ჰყოფნიდა მხოლოდ იმდენი დეპუტატი გაიყვანეს, მეტი – არა. თანაც, ორჯერვე შევარდნაძის ეპოქაში, როცა ამ პარტიას ხან კახა თარგამაძე ლობირებდა და ხან – ბადრი პატარკაციშვილი.
დსაფდ
დსაფდ
"მრეწველებს" საკმაოდ სოლიდური რეგიონულ-რაიონული ორგანიზაციები აქვთ, საკმაოდ მარიფათიანი ადგილობრივი ლიდერებიც ჰყავთ, ფულიც არასდროს კლებიათ საარჩევნო კამპანიის ფართოდ გასაშლელად. თუმცა, ვერც ისინი შექმნიან პარლამენტში უმრავლესობას, ხვალვე რომ ჩატარდეს არჩევნები. ეს თავადაც კარგად იციან. მათ, ჰა და ჰა, ერთი სოლიდური ფრაქციისთვის საჭირო ხალხი გაიყვანონ, თუ თავი მოიქაჩლეს, იმ შემთხვევაში.
დსაფდდსაფდ
"ეროვნული ფორუმი" პარტიული მშენებლობის პროცესშია. ამ ზაფხულს, როცა ჩვენი ოპო-ლიდერები უცხოეში ისვენებდნენ და პოლიტიკური არდადეგები გამოაცხედს, ფორუმელები სწორედ ამ რეგიონულ რაიონული ორგანიზაციების შენებით იყვნენ დაკავებულნი, შემოიარეს მთელი საქართველო და ყველგან დააფუძნეს პარტ-უჯრედები. ფორუმელები არჩენვებით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, კარგია, ძალიან კარგია, როცა არც რევოლუციის მოწყობას ეშურები და არც რუსეთისგან ელი ფულად და ინტელექტუალურ დახმარებას, თუმცა, ფორუმელთა ლიდერებიც დამეთანხმებიან, რომ რამდენიმე თვის შექმნილი რაიონული ორგანიზაციები მყიფეა, დრო უნდა, რომ ისინი ქმედით პარტიულ რგოლებად იქცნენ, ხალხში აგიტაციას და პარტიის პროგრამის მასამდე მიტანას კი, უფრო მეტი დრო დასჭირდება. ამდენად, შეიძლება ითქვას, ვერც "ეროვნული ფორუმია" ის პოლიტიკური ძალა, უმრავლესობით რომ მოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეცვალოს.

ნინო ბურჯანაძეს, ფორუმელთაგან განსხვავებით, ფული ოხრად აქვს და თითქმის მთელ საქართველოში გახსნა პარტიული ოფისები, მაგრამ ქალბატონი ბურჯანაძისა არჩევნების მომხრე არ არის, ხმები დადის, რომ რაონებში და სოფლებში მხარდამჭერებს მხოლოდ იმიტომ აფინანსებს, რომ საპროტესტო აქციებზე გამოიყვანოს და თუ შანსი მიეცა, არც არეულობის დაწყებაზე ანუ ძალისმიერ რევოლუციაზე იტყვის უარს.
დსაფდ
დავუშვათ და მიიღო მონაწილეობა ბურჯანაძემ არჩევნებში, რა შეიძლება მოხდეს? კი, პარლამენტში შევა და საზოგადოების ნაწილი მხარსაც დაუჭერს, მაგრამ უმრავლესობით ეგეც ვერ მოვა – ხალხის უდიდესი ნაწილს ჯერ ისიც ვერ გაურკვევია, რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი და რატომ უნდა მოვიდეს მის ადგილზე ნინო ბურჯანაძე, რით სჯობია ბურჯანაძე (ნინო და არა – ანზორი) სააკაშვილს და რაც მთავარია, ხალხი გაკვირვებულია – ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, ყველაზე დიდ დანაშაულობებს რასაც ხელისუფლებას და სააკაშვილს მიაწერენ, მაშინ ბურჯანაძე ქვეყანაში მეორე პირი იყო და სააკაშვილის გუნდის წევრი, თუ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ყველა ერთიანად დამნაშავენი არიან, მაშინ ნინო ბურჯანაძე როგორ არის უდანაშაულო? როცა ხალხი ამ კითხვაზე პასუხს მიიღებს, ნინო ბურჯანაძსი ისედაც დაცემული რეიტინგი ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში კიდევ უფრო დაეცემა.
დსაფდ
დსაფდ
ირაკლი ოქრუაშვილი და მისი პარტია, მოდით ზრდილობის გულისთვის ვახსენოთ. ერთი, რომ არჩევნების მომხრე არც ოქრუაშვილია და მეორეც, რაიონული ორგანიზაციები, ძირითადად, შიდა ქართლში აქვს. მოქმედი და ძლიერი ორგანიზაციები, თორემ თითო-კაციანი უტელეფონო და უკომპიეტურო ოფისები არ ითვლება. ეგეთები ზვიად ძიძიგურსაც კი აქვს, მაგრამ რაში არგია? მოკლედ, ოქრუაშვილი საქართველოში რომც დაბრუნდეს, საკუთარი რესურსით, შეღავათი გავუწიოთ და ვთქვათ – ერთ ფრაქცია ხალხს მოაგროვებს პარლამენტში. თანაც, პარტიიდან ვინც ცნობილი და ერთგული ხალხი ჰყავდა, ყველა გაექცა, თეო ტლაშაძისა და მიხეილ ქარელის გარდა. მათი ერთგულება დასაფასებელია, მაგრამ მარტო ამ ხალხით შორს ვერ წავა.
დსაფდ
ირაკლი ალასანია ახლა იწყებს პარტიის მშენებლობას. მართალია, ადგილობრივ არჩევნებში ალიანსთან ერთად მონაწილეობდა, მაგრამ მერე გაეყარა მათ. კი, რამდენიმე კაცი გაიყვანა საკრებულოში, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. საქართველოში არის რაიონები, სადაც ისიც არ იცის ხალხმა, თუ ალასანიას პარტია აქვს. რამდენიმე წელი უნდა, რომ ძლიერი პარტია შექმნას და მასზე ძლიერებს ეჭიდავოს.

"რესპუბლიკელებს" დიდი ინტელექტუალური ძალა, სოლიდური საერთაშორისო კავირები, უცხოელი მხარდამჭერები და ცნობადი პარტიული სახეები არ აკლიათ. თუმცა, დღემდე დამოუკიდებლად ვერც ერთ არჩევნებში ვერ გადალახეს ბარიერი. მხოლოდ 2006 წელს, აჭარის საპარლამენტო არჩევნებში მოახერხეს ეს და ორი კაცი გაიყვანეს – გია მასალკინი და მურმან დუმბაძე. სწორედ შენიშნა გუბაზ სანიკიძემ. მე რესპუბლიკელთა ადგილას რომ ვიყო, სირცხვილით არ გავამხელდი, 30 წლიანი პარტია რომ არისო. მართლაც, სირცხვილია, 30 წლიანი პარტია, რომელიც ყველა არჩევნებში მონაწილეობს, დამოუკიდებლად ვერ ბედავს გამოსვლას. ერთხელ, 2008 წელს გაბედეს და 5 პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახეს. საქვეყნოდ არა, მაგრამ პრივატულ საუბრებში აღიარებენ რესპუბლიკელი ლიდერები, რომ წარუმატებლობას ერთ-ერთი მიზეზი არცთუ ძლიერი რეგიონულ-რაიონული ორგანიზაციებია. მოკლედ, რესპუბლიკელები იმ ერთ ფრაქციასაც ვერ შექმნიან, სხვებს რომ ვუწინასწარმეტყველე.
დსაფდ
დსაფდ
ზურაბ ნოღაიდელი აქ რა მოსატანია, მაგრამ ამ კაცს პოლიტიკური ამბიციებიც აქვს და საკუთარი პარტიაც პეტრე მამარაძითურთ, მაგრამ იმ რეგიონულ-რაიონულ რგოლებში, ესენიც მოიკოჭლებენ. ნოღაიდელი აჭარას ებაღაუჭება, მაგრამ ნაციონალებს თავი დავანებოთ, აჭარაში რესპუბლიკელებს მასზე ბევრად ძლიერი ორგანიზაცია აქვთ და იქ არ გააჯეჯილებენ. სხვა რეგიონებში კი, ნოღაიდელის მხარდამჭერთა და მძლავრი პარტიული ორგანიზაციების არა მსმენია რა.
დსაფდ
დსაფდ
"კონსერვატორები" თავში ვახსენე და ამ ერთხელაც შეგაწყენთ მათი ლიდერებით თავს. ზვიად ძიძიგურმა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობით დაამტკიცა, რომ რეგიონებს ყურადღებას არ აქცევს და თბილისზე აქვს აქცენტი გადმოტანილი. კი, თბილისში წყდება არჩევნების ბედი, მაგრამ ძიძიგურსა და სხვებსაც ავიწყდებათ, რომ თბილისის შედეგები მხოლოდ პროპორციული სიით 75 დეპუტატისა და 10 მაჟორიტარის ბედს წყვეტს, დანარჩენი 65 დეპუტატი დანარჩენ საქართველოში ირჩევა. ჰოდა, აი ვისაც ის დანარჩენი საქართველოს ამომრჩეველი ფეხებზე ჰკიდია, ის ვერასდროს ვერ მოვა უმრავლესობით პარლამენტში.
დსაფდ
დსაფდ
მგონი, არავინ გამომრჩენია, ვინც ასე თუ ისე, პარტიის სახელს იმსახურებს. ერთკაციანი პარტიები, როგორებიცაა კობა დავითაშვილის, სალომე ზურაბიშვილის, შალვა ხაჭაპურისა და სხვათა და სხვათა, ჰა და ჰა, თბილისის ან რომელიმე სხვა ქალაქის მასშტაბით მიაღწიონ რაიმე წარმატებას, რადგან ამათგან არც ერთი არ მყავს დე გოლი, რომ ხალხი ისე გაჰყვეს, მის უკან ვინ დგას, ნაკლებად დაინტერესდეს და ლიდერს ბოლომდე ენდოს. თანაც, ამ პარტიებს, რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, ვგონებ თბილისის ყველა რაიონშიც კი არა აქვთ ფილიალები.
დსაფდ
დსაფდ
მთავარ სათქმელსაც მივადექი, თუ მკითხველი არ მიხვდა აქამდე. ახლა, გინდა ნაციონალების მეხოტბე დამიძახონ და გინდა – მათი უფასო ადვოკატი, ფაქტი ფაქტია. ერთადერთი პარტია "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც პარტიული სტრუქტურა, მთელი ვერტიკალური – სასოფლო სათემო ორგანიზაციებიდან ცენტრალურ ოფისამდე, საათივით აქვს აწყობილი. პარტიის ყველა რაიონული თუ სათემო ორგანიზაცია მუშაობს, მუდმივი კონტაქტი აქვთ თავიანთ მხარდამჭერებთნ, აქვთ ძლიერი შიდა პარტიული უსაფრთხოების სამსახური და საკუთარს თავი დავანებოთ, კონკურენტ პარტიებსაც შეძლებისდაგვარად აკონტროლებენ.
დსაფდ
ეს მოსულა პოლიტიკაში, ასე ხდება იმ ევროპულ დემოკრატიაშიც, ყოველდღე რომ გვახსენებენ ოპოზიციონერები. ახლა, სახელმწიფო რესურსის დახმარებით შეძლეს მძლავრი პარტიული ორგანიზაციის შექმნა თუ უამისოდაც ნაციონალებმა, ეს სხვა დროს განსახილველი საკითხია, ფაქტი ფაქტად რჩება – ყველაზე მობილური, ორგანიზებული პოლიტიკური ძალა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობაა". 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ფაქტია, ვერც ერთი ძალა ვერ გაუწევს ღირსეულ კონკურენციას ნაციონალებს, მოიგებენ არჩევნებს, უმრავლესობით მოვლენ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრიც მათი გუნდიდან იქნება და, ცხადია, გამარჯვებული პარტიის პრემიერი ნაციონალურ მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებს.
დსაფდ
პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ პეტრე ცისკარიშვილი, ეს უკვე გადამწყვეტი აღარ არის, მთავარი ის იქნება, რომ 2016 წლამდე ნაციონალები დარჩებიან ხელისუფლებაში, თუ რასაკვირველია, ზემოთჩამოთვლილ პარტიათაგან 2016 წლისთვის რომელიმე არ მოძლიერდა ისე, რომ პირველობა წაართვას ნაციონალებს ანდა, ახალი ოპოზიციური ძალა არ გაჩნდა ქვეყანაში, რომელიც ამას მოახერხებს. 2012 წელს კი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება. მას პრეზიდენტის უფლებამოსილება 2013 წელს გასდის და რაღაც ვერ ვატყობ, ვადამდე გადადგომას აპირებდეს. ერთადერთი ვარიანტი, რომ სააკაშვილი ნაცმოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, მოვიდეს ეს პარტია უმრავლესობით და მიშა პრემიერ-მინისტრი გახდეს, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია.
დსაფდ
სააკაშვილი და ნაციონალები არ აპირებენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამას ისევ ოპოზიცია ითხოვს, მაგრამ რაც ზემოთ მოგახსენეთ, ეტყობა იმ ვარიანტზე არ ფიქრობენ. გამოდის, ოპოზიცია თავისი სიბრიყვით ან ნაციონალებთან შეთანხმებით ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და სააკაშვილს მესამედ მოსვლაში, ოღონდ პრემიერ-მინისტრის რანგში, ხელს უწყობს, ხოლო ნაცმოძრაობას – 2016 წლამდე პარლამენტში უმრავლესობით ყოფნაში. ჰოდა, თუ ოპოზიცია ბრიყვის ან, უარესი – მიშასთან და მის გუნდთან შეთანხმებულად მოქმედებს, მაშინ რა შუაშია საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი კონსტიტუციის პროექტის ლანძღვა და ავთანდილ დემეტრაშვილის შეჩვენება?
დსაფდ
დსაფდ
ოპოზიციას ორად ორი გზა აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს დემოკრატიული გზით, ანუ მასზე ათი თავი ძლიერი ნაცმოძრაობა დაა, მარცხის 2012 წლის ან თუ გნებავთ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. 1. უნდა გამოკვეთოს ერთი ან რამდენიმე ძლიერი პარტია, რომელნიც შეძლებენ ნაციონალთა დამარცხებებს და უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში, შექმნიან უმრავლესობას და დააკომპლექტებენ მინისტრთა კაბინეტს. ასეთი პერსპექტივა კი, ჯერჯერობით, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, არც ერთ პარტიას არ უჩანს. 2. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიან ფრონტით დაამარცხონ ნაცმოძრაობა. მაგრამ გაერთიანების ნაცვლად, მარტივ მამრავლებად დაიშალნენ და არც სამომავლოდ უჩანთ საარჩევნოდ გაერთიანების პერსპექტივა.
დსაფდ
ესეც ნაციონალთა ბრალია? კი, ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" თავის მხრივ ხელს შეუშლის კონკურენტი პარტიების მის წინააღმდეგ გაერთიანებას, საამისოდ მრავალ მეთოდს გამოიყენებენ, მაგრამ ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიედერებს ფოჩიანი კანფეტების დანახვაზე გონება რომ ეკეტებათ, ხალხიც და მათთვის დადებული პირობებიც იმ დროს ცალ ფეხზე ჰკიდიათ, ეს ვიღას ბრალია? ნაციონალების? ცხადია, არა! ეს ოპო-ლიდერთა სიხარბის ბრალია. ეგეც არ იყოს, ყველა პარტიულ ლიდერს პრეზიდენტობა და პრემიერობა უნდა, და საკუთარ ამბიციებს ვერ თოკავენ და ამიტომაც ვერ ერთიანდებიან. ისე, რომ კითხო, ხალხის გულისთვის სანთელივით იღვენთებიან და თითოეული ლიდერი მზადაა, არათუ პრეზიდენტობაზე თქვას უარი, პარლამენტშიც კი არ შევლენ, ოღონდ ხალხს უშველონ, მეტი არაა ჩემი მტერი! ვინც არ შევიდა პარლამენტში, ისინი რა ხანია მისტირიან სადეპუტატო მანდატსა და პარლამენტარის კომფორტულ ცხოვრებას.
დსაფდ
აი, ბატონებო, რატომ არ სურთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობა და რატომ გარბიან ქუჩაში კარვების გასაშლელად. მათ რომ გაერთიანების ან სხვა გზით ნაცმოძრაობის დამარცხების შანსი ჰქონდეთ, ამ შანსს გაუშვებდნენ ხელიდან? არავითარ შემთხვევაში! მათი ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად ქუჩა, არეულობა, რევოლუციაა. ზოგიერთი არც სისხლიან რევოლუციაზე ამბობენ უარს, მაგრამ ამას ჯერ არ ამხელენ, ჯერ საამისო დრო არ დასდგომიათ.
ღმერთმა არც დაუყენოს!

კომენტარი