სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეკლესია უმანკოთა მუზეუმი არ არის..." - ნახეთ, რა განცხადებას აკეთებს მამა იერონიმე

ეკლესია უმანკოთა მუზეუმი არ არის. ეკლესია ადამიანების გამოსწორების ადგილია და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ეკლესიაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ წმინდანებია, - ამის შესახებ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა იერონიმე ქათამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სასულიერო პირმა ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ სურს, მომხდარზე, როგორც ამ პერაქიის წარმომადგენელმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

მისივე თქმით, ეპარქიის მღვდელმსახური, მიტროპოლიტი იობი ყინწვისის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას საეკლესიო სამართლის მიხედვით მიიღებს. მამა იერონიმემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეუფე იობი მამა დავითს მის ქმედებებში ხელს აფარებდა.

„საუბარია, რომ თითქოს მეუფე იობი მას ხელს აფარებდა, შვილობილის სტატუსი ჰქონდა და მას განსაკუთრებულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებდა, არავითარ შემთხვევაში! მინდა გითხრათ, რომ მე ორი წლის მანძილზე ვაკვირდებოდი, მეუფე იობი თუ როგორი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მის მიმართ. ერთ-ეთი ყველაზე მკაცრი მამა დავითის მიმართ იყო. ყველა ადამიანს გააჩნია პრობლემა, რომლითაც ეკლესიაში მიდის და მამა დავითიც არ იყო გამონაკლისი. არ იყო დაფარული, რომ მას სასმელის მიმართ დამოკიდებულება ჰქონდა. ამის გამო მამა დავითი მეუფე იობის მხრიდან ფაქტობრივად სულ მღვდელმოქმედებაშეჩერებული იყო. ხელი არ დაუფარებია მისთვი. ჩემს თვალწინ ბევრჯერ გაუშვია შუ ღამით მონასტერში, რომელიც ძამისხევის განპირასაა, იმისათვის, რომ მას ხალთან წვდომა არ ჰქონოდა და შესაბამისად, ალკოჰოლთან. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ მეუფე იობმა მის მიმართ ლოიალობა გამოიჩინა“ - განაცხადა მამა იერონიმემ.

მისივე თქმით, თუ საზოგადოებას სურს ეკლესიაში აღმოიფხვრას პრობლემები, ეს ჯანსაღი კრიტიკის შედეგად უნდა მოხდეს.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი 27 აპრილს დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100