შიგნეული იტალიურად
მასალა:
750 გრამი შიგნეული
500 გრამი სხვადასხვა ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, ნიახური, კარტოფილი)
1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
მარილი, პილპილი
1 სუფრის კოვზი კარაქი
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
2-3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
შიგნეული გულდასმით გავასუფთავო, გავრეცხოთ რამოდენიმეჯერ და ვხარშოთ მზადყოფნამდე მსუბუქად დამარილებულ წყალში. დავდგათ დასაწურად, როდესაც დაიწურება დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად. ბოსტნეულიც ამგვარადვე დავჭრათ და ვხარშოთ ბულიონში დარბილებამდე. შემდეგ დავამატოთ შიგნეული, ტომატ-პასტა, მარილი და ბლომად პილპილი. ავურიოთ კარაქში, მოვაყაროთ ოხრახუში და გახეხილი ყველი.
კომენტარი