სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მეც ველოდები ნანუკას შოუს, მოვუსმინოთ ლევანს რას იტყვის” – ნახეთ რას ყვება ნინიკო ნაცარიშვილის დედა „დრონი.ჯი“-სთან ინტერვიუში

ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორების ამბავმა ქალაქში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გავრცელდა უამრავი ჭორიც. ჯერ ამბობდნენ, რომ ნინიკომ ლევანი თურქი ბიზნესმენის გამო მიატოვა, შემდეგ იმაზეც ჭორაობდნენ, რომ ჯიბღაშვილი ნაცარიშვილს სხვა გოგოს გამო დაშორდა. არცერთი მხარე კომენტარს არ აკეთებს, საზოგადოების ინტერესი ამ ადამიანების პირადი ცხოვრებს მიმართ კი დიდია. „ამ ადამიანმა ჩემს ზურგს უკან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადაედგა“, - აღნიშნა ჯიბღაშვილმა „ნანუკას შოუს“ ანონსში და ახლა მთელი მოლოდინიც ლევანის ინტერვიუზეა მიმართული. ნინიკო ნაცარიშვილი კომენტარისაგან თავს იკავებს, ამიტომ ინფორმაციის გადასამოწმებლად „დრონი.ჯი“ გოგონას დედას, ნონა დიასამიძეს დაუკავშირდა.

ნონა დიასამიძე: „ჟურნალისტები უამრავ ინფორმაციას ავრცელებდნენ. იმდენი დაიწერა და ითქვა! ლაფს გვასხამდნენ, ცუდი სტატიები იწერებოდა. არავინ ჩამოვიდა ბათუმში, რომ სიმართლე გაერკვიათ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ იცის ერთმანეთზე ყველაფერი, ჩემ შვილსაც ყველა იცნობს.

მე მყავს სახლში 14 წლის ვაჟი, ჩემ შვილებზე ამომდის მზე და მთვრე და ჩემ გიორგის ვუფრთილდები. იმდენი ტყუილი, უნამუსობა დაიწერა, რომ აღარ მინდა კომენტარის გაკეთება. არ მაქვს ამბიცია პომპეზურობის და პოპულარობის. ნინიკო 18 წლისაა, სრულწლოვანია და მისი უფლებაა რას იტყვის.

ნინიკო დეპრესიული არ არის, ძლიერი ადამიანია და ჩვეულებრივად გადაიტანა ლევანთან დაშორება. მეც ნორმალურად შევხვდი ამ ფაქტს“.

რაც შეეხება იმ ჭორებს, რომ ნინიკო თურქ ბიზნესმენზე გათხოვდა, ნაცარიშვილის დედა ინფორმაციას უარყოფს: „ნინიკო არ არის გათხოვილი. მომზადებას აგრძელებს, ხელი შეეშალა სწავლის გაგრძელებაში, ვერ მაოხერხა გამოცდების ჩაბარება. სახლშია ჩემთან ცხოვრობს, შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახოთ როგორ ვცხოვრობთ, ვინ ვართ“.

მოწონდა თუ არა ჯიბღაშვილი სასიძოდ, ქალბატონმა ნონამ პასუხისგან თავი შეიკავა. „მე შემიძლია უსასრულოდ გელაპარაკოთ ჩემ შვილზე, მაგრამ სხვის შვილზე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს მორალური უფლება. შემიძლია გესაუბროთ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს სასახურზე, მაგრამ ნინიკოს პირადზე ვერა. ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვაკეთებ ჩემ საყვარელ საქმეს, ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ბედნიერად. ყველას ვუსურვებ ყველაფერს კარგს. ლევანზე ნაწყენი არ ვარ, ეს წყენა არ არის. მას თავისი ცხოვრება აქვს, ნინიკოს თავისი და კარგად იყვნენ.

ყველაზე კარგად ვიცნობს ჩემ შვილს. ყველაზე მეტად რაც მომწონს მასში ისაა, რომ არასდროს გალანძღავს სხვას, არასდროს არ დასცინებს, იჭორავებს, გააქილიკებს, იმ ადამაინებსაც კი ვინც მის ცხოვრებაში ავი და ბოროტი მოიტანეს. ეს მისი ბუნება და მისი ხასიათია. 18 წლისაა და უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება და მე მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მეც ველოდები ნანუკას შოუს. მოვუსმინოთ ლევანს რას იტყვის, მეც ძალიან მაინტერესებს“, - აღნიშნა ქალბატონმა ნონამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100