ბერნარ კუშნერი ინდური ჯენერიკების ფართოდ გამოყენებას მიესალმება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას კიდევ ერთხელ აფასებენ და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ასახელებენ. ამასთან აღნიშნევენ, რომ მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებლია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმაც შეაფასა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინათ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო” მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
ბერნარ კუშნერმა ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჯენერიკ პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შესთავაზონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობასა და მათი სეგმენტის გაფართოებას გულისხმობს, მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება,რაც მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.
"როდესაც მოქალაქე გრძნობს მას შეუძლია მიიღოს ჯენერიკ პრეპარატები, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მათ ჯენერიკ პრეპარატები დაბალ ფასად, მაგრამ ამ სისტემასაც ჭირდება მუდმივი კონტროლი. მე მახსოვს ჩემს ქვეყანაში, რეფორმის დასაწყისში ჯენერიკ პრეპატარატების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ იყო ადვილი, რადგან ეჭვის თვალით უყურებდა მოსახლეობა ამ პრეპარატებს. ასე რომ, მოგვიწევს მოქალაქეთა და ექიმების განსაკუთრებულ ჯგუფთან მუშაობა. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს რა ხდება და რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ზემოდან, რომ შევცვალოთ ჯანდაცვის სიტემა. უნდა იყოს მუდმივი დისკუსია და დიალოგი ხალხთან. რა თქმა უნდა, ამას მინისტრი უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ ამაში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩაერთოს. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჯანდაცვის დაზღვევასთან დაკავშირებით, ანუ არჩევანი თქვენი ქვეყნის ბუჯეტსა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას შორის. საფრანგეთში არ იყო ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის დაზღვევა, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ თავი მოგვეყარა მთლიანი სისტემისთვის. ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ახლა ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის დაზღვევის ერთიანი საერთო სისტემა, რომელიც ცუდად არ მუშაობს, მაგრამ ხარჯიანია. აქ არის ერთი უპირატესობა, ყველაფერი იწყება ქვემოდან ზემოთ. ჩვენ ვთავაზობთ სისტემას არჩევანისა, რომელიც პასუხობს ზოგადი ხელმისაწვდომობის აუცილებლობის საკითხს და მედიცინის პროგრესის საკითხს", - განაცხადა კუშნერმა.
"გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოსთან პარტნიორობა. "თუმცა საბჭოთა სისტემის მქონე ქვეყნები გარკვეულწილად მემკვიდრეობად იღებენ გარკვეულ მიდგომებს, გამოწვევებს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში კერძო სექტორთან არის დისბალანსი.ჩვენ როგორც ვხედავთ საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორი დაახლოებით 80%-ით არის წარმოდგენილი, მაგრამ გჭირდებათ კანონი და შესაბამისი მექანიზმები, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ფუნქიონირებას. კერძო სექტორს უნდა გააჩდეს მისაწვდომობა სახელმწიფო სექტორის ფინანსებთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორგანიზებული", - განაცხადა კონფერენციაზე "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.
კომენტარი