სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმ წამს შენ იყავი ღმერთი და მე ჯვარს ვგავდი

შენ დამინახე,
დამინახე
და
გამოიქეცი გიჟივით,
ისე თითქოს ღმერთი შეგენიშნოს სადმე.
თვალებში ჩაგხედე შორიდანვე
და
ვიგრძენი როგორ გაგიხარდი,
როგორ გინდოდა მომვარდნოდი
და
ხელები შემოგეხვია მხრებზე,
ჩამხუტებოდი,ჩაგესუნთქე მთელი ძალით
და
არ გაგეშვი არსად.

მე შევტრიალდი,
ზურგი შეგაქციე.

შენ არც კი დაუკვირდი ამას,
მოიქროლე აქოშინებულმა
და
ზურგიდან ჩამეხუტე,
მესმოდა როგორ მომიახლოვდა
შენი ნაბიჯების ხმა.
შემომეკარი.

იმ წამს შენ იყავი ღმერთი
და
მე ჯვარს ვგავდი.

მაპატიე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100