სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Droni.ge მის შესახებ გავრცელებულ ჭორს პასუხობს

Droni.ge - რედაქცია ეხმაურება telegraph.ge - მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პრეზიდენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას თან ახლავს Droni.ge-ს წარმომადგენელი.

სამწუხაროდ, telegraph.ge ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ირწმუნება რომ Droni.ge-ს ჟურნალისტის ვიზიტი შტატებში პრეზიდენტმა დააფინანსა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ droni.ge-ს არცერთი თანამშრომელი ბოლო პერიოდში აშშ-ში არ გამგზავრებულა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ჩვენი წარმომადგენლის ვიზიტი ვინმეს და მითუმეტეს პრეზიდენტს დაეფინანსებინა.

ასევე გვსურს შევახსენოთ telegraph.ge-ს, რომ სტატიის გამოქვეყნებამდე აუცილებელია ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმება.

სტატიის ავტორი ვალდებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია ბანძელაძესთან ერთად დაკავშირებოდა მის მიერ ნახსენებ droni.ge-ს და გაერკვია - მართლა ახლავს თუ არა, პრეზიდენტს აღნიშნული ინტერნეტსაიტის თანამშრომელი აშშ-ში.

ჟურნალისტის მიერ ამ მცირე დეტალის გათვალისწინება და ერთი სატელეფონო ზარი, მკითხველს ცრუ ინფორმაციისგან დაიცავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100