მორიგი მკვლელობა ბათუმში
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული ჯაბა ჩ. დააკავეს. წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, ჯაბა ჩ. თბილისში, წერეთლის გამზირზე აიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯაბა ჩ-მ 19 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას 1987 წელს დაბადებულ მელქისედექ ლ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და ფეხის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ბათუმის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გადაუდებელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).
გამოძიებას აწარმოებს აჭარის მთავარი სამმართველო.
კომენტარი