ოქროს სამაჯური განსაკუთრებული ვიზუალისთვის Time.ge-ში
გამორჩეული, თვალშისაცემი და ბრეყვიალა
ოქროსფერი სამკაულები ტრენდს დაუბრუნდა. ალბათ ხშირად გსმენიათ მოდის ბრუნვის შესახებ. ახლა სწორედ ის დროა,
როდესაც მოსაწყენი, ერთფეროვანი, კოვიდ დღეების შემდეგ, საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ
რეჟიმს უბრუნდება. ეს კი, ბუნებრივია, ტანისამოსთან ერთად, სამაჯურებზეც
აისახება.
თუკი პანდემიაში საზოგადოების ნაწილი
სამკაულის გარეშე, ან მხოლოდ მსუბუქი, შეუმჩნეველი სამკალების ტარებით იყო დაკავებული, დღეს ეს ყოველივე
შეიცვალა. ოქრომ თავისი სიდიადე დაიბრუნა. საზოგადოებამ სამსახურებში გადაინაცვლა,
შეხვედრებზე, წვეულებებზე, დაბადების დღეებსა თუ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. ამის
აღსანიშნად ქალბატონები ცდილობენ ლამაზად და განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, რაშიც
მათ ოქროს სამაჯური ეხმარებათ.
ოქროს სამაჯური საკმაოდ მარტივად შესამჩნევია
გარშემომყოფებისთვის, საუბრის, მოძრაობისა თუ მუშაობის დროს. ის ერთბაშად შეიძლება
იყოს ფერადი, საზაფხულო ვიზუალით, ან თუნდაც მსუბუქი, კლასიკური სტილის.
ეს სასიამოვნო
პროცესი შეგიძლიათ ძველი ნივთებისა და ახალი, ფერადი
და ბრჭყვიალა სამკაულების შერწყმით გაიმრავალფეროვნოთ, რაშიც time.ge დაგეხმარებათ.
მნიშვნელობა არ აქვს სად გეგმავთ წასვლას,
წვეულებაზე, შეხვედრაზე, პაემანზე
თუ უბრალოდ ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინული დღე გაქვთ, time.ge-ზე ყველა შემთხვევისთვის
შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ნივთს.
Time.ge-ს ოქროს სამაჯური ფართო არჩევანით სწორედ ის ნივთია, რომელიც
თქვენს გემოვნებას, ყველა ვითარებას, სტილსა და ასაკს აუცილებლად მოერგება.
არ დაგავიწყდეთ, რომ მოდის თანამედროვე
ტენდენციებით, ოქროს სამაჯური არამხოლოდ ფუფუნების საგნად, არამედ გახალისებულ სამკაულად
გვევლინება, რომელიც სხვადასხვა მეტალებთან კომბინაციით, უფრო გამრავალფეროვნებული
და გათანამედროვებულია.
ვარდისფერი ოქროს სამაჯური 2022 წლის სეზონის
განსაკუთრებულ ნივთებად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ის ისეთი პოპულარული
არაა, როგორც თეთრი ან ყვითელი ოქროს სამკაულები,
ესაა შესანიშნავი დანამატი თქვენი
სამკაულების კოლექციაში.
სქელი, მასიური
ჯაჭვები წელს როგორც ყელსაბამებში,
ისე სამაჯურებშიც მოდურია, რითიც ზაფხულის
ცხელ დღეებში, თქვენს ყოველდღიურს
სტილს მარტივად გააბრჭყვიალებთ და მოსაწყენიდან, მხიარულებამდე აიყვანთ.
კომენტარი