ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ნატოსგან არსებითი სიგნალის მიღებას იმსახურებს
საქართველო „იმსახურებს“, რომ „ძალიან ძლიერი, ძალიან მძლავრი სიგნალი“ მიიღოს ნატოსგან, როცა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მომავალ გაზაფხულზე ყოველწლიურ სამიტზე შეიკრიბებიან ჩიკაგოში, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა.
მან განაცხადა, რომ ნატო–საქართველოს ურთიერთობების შესაძლო მომდევნო საფეხურის ფორმატის დეტალებზე ის ამჟამად არ ისაუბრებს.
“მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორი სამხედრო რეფორმა, დემოკრატიული რეფორმები განახორციელა საქართველომ ... და ასევე იმის გათვალისწინებით რომ ავღანეთში ISAF–ის ოპერაციაში საქართველო განსაკუთრებულად ძლიერად არის წარმოდგენილი, ეჭვი არ მეპარება რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავუმტკიცოთ ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომ საქართველო იმსახურებს ძალიან ძლიერ და არსებით სიგნალს ნატოს ჩიკაგოს სამიტზე“, – განაცხადა აჟუბალისმა, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ნოემბერში დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში, ამ მცდელობების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება
კომენტარი