სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღამის 12:00 საათიდან თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ღამის 12:00 საათიდან თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება.

სამინისტროში მობილიზებულია 60 ერთეული ტექნიკა, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს, უწყებები კოორდინირებულად განახორციელებენ. მობილიზებულები არიან და აქტიურად ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებსაც ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება რეგიონებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100