სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ვისოლმა” საბერძნეთის პეტროლიუმთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

“ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა.

ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლი“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდს აბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული. „ეკოს“ აგს-ზე „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. პილოტური აგს-ის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე „საბერძნეთის პეტროლიუმი“ და „ვისოლ ჯგუფი“ ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზეც „ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

„ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100