ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში დაპირებულ მოიერიშე თვითმფრინავებს არ აგზავნიან
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში არ გაგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებს, რომელთა მიწოდება რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებს არ აგზავნის. გარდა პოლონეთისა, ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმაც ცოტა ხნის წინ გამორიცხეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე უარყო უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის ფაქტი. „სლოვაკეთი უკრაინას გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ გადასცემს“, - განაცხადა სპიკერმა.
კომენტარი